არასდროს დავდებთ პირობას, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე – სი ძინპინი

October 17, 12:32
0
836

ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და გადაწყვეტილებაც ჩინელი ხალხის მისაღებია, – ამის შესახებ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა. 

„ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და გადაწყვეტილებაც ჩინელი ხალხის მისაღებია. ჩვენ დაჟინებით ვცდილობთ მშვიდობიანად გაერთიანების პერსპექტივის მოძებნას, მაგრამ არასდროს დავდებთ პირობას, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და დავიტოვებთ არჩევანს, გამოვიყენოთ ყველა საჭირო ზომა. ეროვნული გაერთიანებისა და ეროვნული გამოცოცხლების ისტორიული ბორბლები წინ ტრიალებენ. სამშობლოს სრულ გაერთიანებას უნდა მივაღწიოთ“, – აცხადებს  ჩინეთის პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სურვილია, ქვეყნის გაერთიანების საკითხი მშვიდობიანი გზებით გადაწყდეს.

პეკინმა შესთავაზა ტაივანს ავტონომიის მოდელი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ – მაგრამ ტაივანის ყველა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ უარყო ეს წინადადება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

Cesko