28 Views
საზარელი შემთხვევა მოხდა გუშინ რუსთავში. პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. 2 მამაკაცი და 2 ქალი. ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოთხივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ. როგორც დაზარალებულები ამბობენ, პიტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა.