“ძალიან ბევრი დამთხვევაა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ…” – ლაშა ფურცხვანიძე

0
427
22 Views

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართლებრივი შედეგები ჯერ არ დამდგარა. საგამოძიებო მოქმედებები უკვე მესამე დღეა გრძელდება, რაც როგორც ექსპერტიზას და დოკუმენტაციის შესწავლას, ასევე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვას მოიცავს.

გვიან ღამით დასრულდა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის “გრინსერვისი +”-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის გამოკითხვა, რომელიც პოლიციაში უკვე ორჯერ დაიბარეს. ამ შემთხვევაშიც ფურცხვანიძე ამბობს, რომ შადრევანი გამართულად მუშაობდა და ყველაფერი შემოწმებული იყო.

მისი თქმით, ვაკის პარკის შადრევანი არამხოლოდ ქართველებს, უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა.

“ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა და მოდით, გამოძიებამ გაგვცეს პასუხი,” – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

Cesko