19 Views
კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, რომლის კომპანიამ ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა, გამოკითხვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს:
„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს.
აპარატურა სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმებული იყო, ტესტირებაც შემოწმდა, რეპორტები არსებობს და დევს პოლიციაში.
ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს.