“რუსებისთვის ჯოჯოხეთი, ფაქტობრივად, დაიწყო. როგორც პირველ ორ შემთხვევაში, ხარკოვის და ხერსონის ოლქში, მტრის ზურგის სიღრმეში ლოჯისტიკის განადგურებით, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ჭურვების და ტყვია წამლის ტრანსპორტირება წინა ხაზამდე, მიმართულებას შეგნებულად არ დავწერ. მართალია, ამერიკელებმა ჯერ კიდევ თავი შეიკავეს ATACMS რაკეტების გადმოცემაზე, რომლის მოქმედების მანძილი არის 300 კმ. მაგრამ არ დარჩნენ უკრაინელები ამერიკელების იმედზე, გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურად მოქმედებენ უპილოტო კამიკაძე თვითმფრინავებით, სხვათა შორის, უკრაინაში იწყობა უკვე რამდენიმე მოდელი შორი მანძილისთვის. უკრაინამ მოახდინა ძველი საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი რაკეტების მოდერნიზაცია, პროექტების “ბორისფენის” და “საპსანის” ბაზაზე 2013 წელს და შეიქმნა “გრომ-2 “, საექსპერტო ვარიანტის მოქმედების მანძილი 280 კმ და უკრაინის არმიისთვის არის შექმნილი 500 კმ მოქმედების მანძილის. ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ ვიკიპედიაშიც წაიკითხოთ, მაგრამ როგორ მოქმედებს, ეს უკვე აღარ წერია, ამიტომ მე გეტყვით, ცდომილება აქვს 3-5 მეტრი. აერო ბალისტიკური და ჰაერში ფრენის დროს, ასე ვთქვათ, სიჩქარის ცვლილება ხდება, ასე ვთქვათ, ნახტომებს აკეთებს, რაც მის გამოჭერას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. სამწუხაროდ, პოროშენკოს კორუფციული მმართველობის დროს რაღაც ეტაპზე შეჩერდა ამ რაკეტების წარმოება დაუფინანსებლობის გამო, მაგრამ ამ ერთ წელში ბევრი რამე შეიცვალა. ასე რომ, რუსებისთვის ჯოჯოხეთი დაიწყო, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!
P.S. უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, “ქოცმა” მთავრობამ ყველა ჩვენი ნიჭიერი ინჟინერი, კონსტრუქტორი, მეცნიერი, ოფიცერი ქვეყნის გარეთ გააქცია… ” – წერს ვანო ნადირაძე.