29 Views
8 წლის დათის მამა ირაკლი ქოქრაშვილი ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„არ ვიცი, რა დავწერო, რა ვთქვა, დაგლეჯილი მაქვს გული. ვუსამძიმრებ ანგელოზის ოჯახს”, – წერს ირაკლი ქოქრაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინდელ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მოხდა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.