ჩრდილოეთ კაროლინაში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

0
314
71 Views

აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი,  მათ შორის პოლიციის ოფიცერი მოკლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ხუთივე დაღუპული ერთმა ადამიანმა მოკლა, რომელიც პოლიციამ რამდენიმესაათიანი დევნის შემდეგ დააკავა. თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება.

კიდე ორი ადამიანი დაჭრილია, მათ შორის ერთი – პოლიციის თანამშრომელია. ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, 2022 წელს აშშ-ში მასიური მკვლელობის შედეგად უკვე 25 ადამიანი დაიღუპა. მასიურ მკვლელობად ითვლება შემთხვევები, როდესაც ოთხი და მეტი ადამიანი იღუპება.

Cesko