მამაკაცი, რომელსაც მთელი ქვეყანა ეძებს დევი მეზურნიშვილია – მან 2 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას

0
709
21 Views

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი – 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

ვა­კის პარკში მომ­ხდარ დღე­ვან­დელ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვა­ზე თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ბავ­შვე­ბის ამო­საყ­ვა­ნად შად­რე­ვან­ში მა­მა­კა­ცი შე­ვი­და. მან ორი ბავ­შვი ამო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მე­სა­მე ვერ ამოჰ­ყავ­და, რად­გა­ნაც დენი ურტყამ­და.

მამაკაცი, რომელზეც მთელი ქვეყანა საუბრობს, გავრცელებული ინფორმაციით, დევი მეზურნიშვილია. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ის ეკო სერვისის თანამშრომელია.

Cesko