“როგორც ჭეშმარიტმა ჩმომ, მოაბილიზა ძმაკაცები და დააორგანიზა ვატოზე თავდასხმა” – გრიგოლია

0
410
26 Views

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, ვატო წერეთელზე თავდასხმას და თავდასხმაში მონაწილე პირთა კომენტარებს ეხმაურება და წერს:

“ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ჯერ ერთი-ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრან, თუნდაც ძალიან რომ გძულს, ისეთი ტელევიზიის მფლობელმა, გაქვს თმენის ვალდებულება და თანაც საელჩოს ტერიტორიაზე , მაგრამ ეგ იქით იყოს…
ტიპმა, ამ ოხანამ, ჩაიდინა დანაშაული არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ მოგვიანებით.
იქვე კი არ გასცა პასუხი (თუნდაც გრუზინულად ), თუ რამე ღირსების შემლახავი უთხრა ვატომ, არამედ, როგორც ჭეშმარიტმა ჩმომ, მოაბილიზა ძმაკაცები ქართული ოცნების დეპუტატები, დააორგანიზა ვატოზე თავდასხმა და საგანგებოდ, კარგად დაორგანიზეულად მიადგა და ფიზიკურად დაესხა თავს….
ხოდა, ოხანაშვილი და ის ვიღაც მეორე დეპუტატი მგალობლიშვილია თუ რაღაც ჯანდაბა, არიან დამნაშავე კრიმინალები.
სძულთ თავისი ქვეყანა, იმდენად, რომ პარლამენტის მანდატებსაც არ უფრთხილდებიან, საკუთარ სტატუსსაც არად დაგიდევენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოაწყეს დებოში, თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება .
დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!!!!!!!!”

Cesko