„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვია“ – „ეფესბე“

0
339
19 Views

რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-ს „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში (CSP) განუცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვია, ასაფეთქებელი ნივთიერებები ოდესიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით ჩაიტანეს.

„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საგამოძიებო კომიტეტთან ერთად დაადგინა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“, – განაცხადა „ეფესბემ“.

Cesko