19 Views
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გარისკავს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„არ ფიქრობ, რომ პუტინი ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლოდ საუბრობს ამაზე, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ მან შესაძლოა, ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა თავი შეიკავა იმაზე საუბრისგან, თუ რა იქნება აშშ-ის პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მუქარას მაინც შეასრულებს. თუმცა ბაიდენის განმარტებით, მსგავსი სცენარის შემთხვევაში, პენტაგონს სხვადასხვა ვარიანტი აქვს შემუშავებული.