ნაცების საინფორმაციო ფეიკ-კანტორა ინფორმაციას აწვდის ხალხს, რუსეთმა უპილოტო აპარატები „ჩერეზ საქართველო“ მიიღოო და ამას დასავლური მედია წერსო. სერგო კაპანაძე და ბათუ ქუთელია – ესაა მათთვის დასავლური მედია

0
409
20 Views

რომ არ დაგავიწყდეთ, გახსენებთ როგორი თავზეხელაღებული მატყუარა არხია ნაცების მთავარი საინფორმაციო ფეიკ – კანტორა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტელეკომპანია „მთავარი არხი” ინფორმაციას აწვდის ხალხს, რომ რუსეთმა ირანიდან უპილოტო აპარატები საქართველოს გავლით მიიღო, რის შესახებაც დასავლური მედია წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სერგო კაპანაძე და ბათუ ქუთელია… ესაა მათთვის დასავლური მედია.

„მაინც, რომ არ დაგავიწყდეთ, გახსენებთ როგორი თავზეხელაღებული მატყუარა არხია ნაცების მთავარი საინფორმაციო ფეიკ – კანტორა: ინფორმაციას აწვდიან ხალხს, რუსეთმა ირანიდან უპილოტო აპარატები “ჩერეზ საქართველო” მიიღოო ( თითქოს ისე გაუჭირდებოდა) და ამას დასავლური მედია წერსო. არ გაინტერესებთ, რომელი დასავლური მედია? სერგო კაპანაძე და ბათუ ქუთელია… ესაა მათთვის დასავლური მედია…”- წერს ნიკოლეიშვილი.

Cesko