36 Views
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს გამომწერებს ხშირად აძლევს. ამჯერად ის ერთ-ერთ აქტუალურ კითხვას პასუხობს და წერს, თუ როგორ შეიძლება მუცლის გარშემო ცხიმის მოშორება:
“აღარ ჭამო იმ სტილში, როგორშიც მიჩვეული ხარ. შეცვალე საკვებისადმი დამოკიდებულება. იკვებე ენერგიისთვის და არა ნაყროვანებისთვის. დღის განმავლობაში ჭამე მხოლოდ 6-საათიან ინტერვალში. მუცელს სწორი კვება და ინტერვალური შიმშილი აქრობს”, – წერს პაიჭაძე სოციალურ ქსელში.