“სულაჟერმა” უმძიმესი პაციენტები განკურნა – ალექსანდრე თავართქილაძე, მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი!” – ზაზა ლურსმანაშვილი

0
486
25 Views

ქართველი ექიმმა, ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა საკვები დანამატი, სახელად  ,,სულაჟერი”, რომელმაც უკვე საოცარი შედეგი აჩვენა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

,,ალექსანდრე თავართქილაძე, მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი! კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი ,,სულაჟერი” (კაფსულები და პერორალური ამპულები). შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.85). ამ ეტაპზე გაყიდვაში არაა.
დღეის მდგომარეობით, ე.წ. ,,მიხაილოვის” კლინიკაში ,,სულაჟერით”  მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.
პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენს:
1. სატურაცია >90% ატმოსფერულ ჰაერზე.
2. ასაკი 18 წლიდან ზემოთ.
3. კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღე.
4. გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც ,,სულაჟერის” მკურნალობაში ჩაერთვნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ.
თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაეწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წელია.
არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და, მით უმეტეს, სიკვდილი”, -წერს ბატონი ზაზა და იქვე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის შემთხვევა და სამივეს მდგომარეობას განიხილავს. 57 წლის მამაკაცზე, რომელიც 210 კილოს იწონიდა, წერს:
,,1. მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა.
შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33’. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს მკურნალობაში ჩაერთო „სულაჟერი“ ჯერ კაფსულების სახით, ხოლო 5 დღის შემდეგ „სულაჟერის“ პერორალური ამპულები.
აღსანიშნავია, რომ „სულაჟერის“ ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე. „სულაჟერის”  მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. 12 დღის განმავლობაში პაციენტმა დატოვა კლინიკა”.

Cesko