„ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას… ნიკა მელია ძალიან სუსტი აღმოჩნდა“ – სოსო თოფურიძე

0
495
28 Views

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. ის ამჯერადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს.

„პატივცემულო საზოგადოება, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ!“ ეს გახლავთ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები?! გუშინ, ეს, რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყვეს!

მე ჩემს ფეისბუკ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე! არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი თუ რიგითი საზოგადოების წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას!

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემს მიერ ფეისბუკში დაწერილ ინფორმაციაზე ან უნდა გაჩუმებულიყო, ან
პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარედგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია!

ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში! გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუკში ?

დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?! ჩემს გადაგდებულ ანკესზე, ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი! კი, ბატონო! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის სტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია! ვინ, ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“, – წერს თოფურიძე.

მანამდე, თოფურიძემ დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სუსტი აღმოჩნდა და ის დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„მოსახლეობა იმედის თვალით შესცქეროდა ოპოზიციას, სჯეროდა მათი! ოპოზიცია კი ამ დროს დაკავებულია შიდა დაპირისპირებებით, ერთმანეთის ლანძღვით! ხალხს აევსო მოთმინების ფიალა! მიხეილ სააკაშვილს დაჰპირდნენ გვერდში დგომას, ჩამოიყვანეს და მიატოვეს! საქართველოს პრეზიდენტი სანთელივით დნება, კვდება! თქვენ ხართ ოპოზიცია ?!

ქართველი კაცი ერთ დაძახებაზე პურმარილზე არ მიდის და თქვენ გინდათ, თვითონ ითავოს მიტინგზე მისვლა გამორიცხულია! თქვენ ხართ პირველი ოპოზიციური პარტია, რა გაჩერებთ ოფისში, ხალხს რატომ გაურბიხართ, გაშავდა, გალურჯდა, კვდება, გაიგეთ ხალხო, კვდება საქართველოს პრეზიდენტი!

ემიგრანტები გადახვეწილი სხვადასხვა ქვეყანაში, დევნილები 10 წელი გაუსაძლის პირობებში. მე, დევნილმა დავწერე ის ინფორმაცია, ის ტკივილი, რაც ხალხს აწუხებს! თქვენ ხალხი ბრმა და ყრუ გგონიათ!? სიმართლე დავწერე და აქეთ მედავებით?!

ოფიციალური დოკუმენტი წარმოვადგინე, რომ ენმ-ის თავმჯდომარეს facebook გვერდის რეკლამაზე დახარჯული აქვს 177 583 $!
დღეს, ეს, რა თავის მართლება დაიწყეთ, ენმ-ის თავმჯდომარემ 177 583$ პირადი თანხა გადავიხადეო და
თქვენ გგონიათ, ამ ზღაპარს ქართველი ხალხი დაგიჯერებთ?! დამადასტურებელი საბუთი წარუდგინეთ ხალხს!
მე ხალხს წარუდგინე ოფიციალური დოკუმენტი. წყარო: facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკა/ფეიკია?!

მე, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი ვაზიანებ საერთო საქმეს? თქვენ რა გინდათ, თქვენს უმოქმედობაზე ხალხმა გაქოთ და ტაში დაგიკრათ?! ვერ ეღირსებით! კატეგორიულად მოვითხოვ, გაასაჯაროვეთ ბოლო ორი წლის
ენმ-ის ხარჯები, უცხოეთში საიდუმლო ვოიაჟებით დაწყებული, ფორუმებით დამთავრებული! გამოაქვეყნეთ და ხალხს ანგარიში ჩააბარეთ!

თქვენ ხალხმა მანდატი მოგცათ, გენდოთ, აგირჩიათ, თქვენ ხართ ხალხის ხმა პარლამენტში, თქვენ ვალდებული ხართ ხალხის წინაშე და ჩააბარეთ თქვენს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ანგარიში!

თქვენ, შეიძლება ვიღაც შეაშინოთ, უკან დაახევინოთ, მაგრამ მე, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს, ზოგიერთების ინტრიგებით, უკან ვერ დამახევინებთ!

მე ვიცავ ჩემს, ქართველი ხალხის მომაკვდავ პრეზიდენტს, მე ვიცავ ქართველი ხალხის ინტერესს და მათ უფლებებს და არავის, არავის აქვს უფლება, ჩემს განვლილ ცხოვრებაზე და საქმიანობაზე ისაუბროს!

გუშინაც დავწერე და დღესაც გავიმეორებ, მე არ ვუპირისპირდები პარტიას, თქვენ იცით, რამდენი მეგობარი და ძალიან ახლობელი მყავს თქვენს გარემოცვაში! მე არც თქვეს თავმჯდომარეს ვუპირისპირდები, მე გამოვაქვეყნე ინფორმაცია თავმჯდომარის შესახებ, რაც საზოგადოებასაც აინტერესებს, მას შეეძლო, საზოგადოებისთვის აეხსნა თავის სიმართლე, თავის დოკუმენტაციით, მაგრამ ენმ-ის თავმჯდომარე მე დამესხა თავს, ის, სუსტი, ძალიან სუსტი აღმოჩნდა! კი, ბატონო!

მე, მოგახსენებთ ჩემს აზრს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან! მან ვერ გაამართლა პარტიის, ხალხის იმედი! ენმ-ის თავმჯდომარე ამუხრუჭებს პარტიის წინსვლას!

პარტიის თავმჯდომარე როდესაც ხალხის წინაშე თავს იმართლებს და ძილის წინ საზოგადოებას ზღაპარს უყვება, ის ვერც პარტიაში და ვერც პოლიტიკაში ვერ გამოდგება!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავის უმოქმედობით ზიანს აყენებს პარტიას და ქვეყანას!
კარები გაუღეთ ახალგაზრდებს, ბევრი ჭკვიანი, საქართველოსა და უცხოეთში განათლება მიღებული ახალგაზრდები სჭირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს“, – წერს თოფურიძე.

Cesko