“სახლიდან წავიდა და…” – დაშორდნენ თუ არა თამო ვაშალომიძე და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილის განცხადების შემდეგ ? – თამომ ახლახანს ყველაფერს ფარდა ახადა

October 4, 23:33
0
361

ინფლუენსერ ნეკა დოროყაშვილისა და თამო ვაშალომიძის შორის კონფლიქტი გრძელდება. როგორც ფოტომოდელი ამბობს, სასამართლოზე გაჟღერებულის შემდეგ მეუღლეს შეურიგდა, თუმცა მანამდე რთული დღეები გადაიტანა.

„მე და აკა შევრიგდით, უფრო სწორად, ჩვენი შერიგება განაპირობა ჩემმა ავად ყოფნამ, ოპერაციამ, რომელიც გადაუდებლად ჩამიტარდა. შევრიგდით ამ ყველაფრის ფონზე.

ძალიან რთული პერიოდი გავიარე. დაახლოებით, 10 დღე არ მელაპარაკებოდა აკა, სახლიდანაც იყო წასული. ყველაფერი გადავლახეთ, ახლა ერთად და კარგად ვართ.

მე და აკას არ გვიჩხუბია, არ არც დავშორებულვართ. უბრალოდ, ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. ძალიან რთული 10 დღე მქონდა, ოპერაცია რომ არ ყოფილიყო და ცუდად არ გავმხდარიყავი, არ ვიცი, ეს პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ყველაფრის დალაგება შეიძლებოდა ერთადერთი ბოდიშით:  „ბოდიში თამო, რომ ასე ცუდად ვთქვი“ – ადვილი იყო. ძალიან რთულია, როდესაც ქალი  ქალს ეხება და რომლის ძალადობაზე ამხელა აჟიოტაჟია და ქალების სახე უნდა იყოს, [ნეკა] ქალზე ძალადობს. არ მინდოდა სასამართლო და ასეთი რაღაცები, მაგრამ იძულებული გამხადა.“ – ამბობს ფოტომოდელი.

Cesko