„თუ მის ქონებას იპოვი ოფშორში, სიტყვას გაძლევ, ნახევრის წილში ხარ!“ –  ხათუნა ჟორდანია ნოდარ მელაძეს

0
2031
32 Views

მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლე ხათუნა ჟორდანია მისი მეუღლის ქონებასთან დაკავშირებით მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. ის ტელეკომპანია პირველსა და მისი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს მიმართავს და ამბობს, რომ მოძებნონ ზურა ხაჩიძის ქონება და რასაც იპოვიან წილში გაიყვანს და ქონებას მათ გაუყოფს.

მედიაში აჟიოტაჟი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ატეხეს და აღნიშნეს, რომ სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის დროს ზურაბ ხაჩიძემ დიდი ქონება დააგროვა.

„ტელეკომპანია პირველი, ნოდარ მელაძე,

მოგმართავთ უდიდესი თხოვნით!

იქნებ კარგად გადაამოწმოთ, რა ქონებას მალავს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე-ზურა ხაჩიძე

და რა შეუსაბამობა აღმოაჩინეთ მის დეკლარაციაში?

P.S. უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, ოფშორებს (პანამა და ა.შ)

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ნახევრის წილში ხართ!!!

Честное пионерское!!!!!!! – დაწერა ხათუნა ჟორდანიამ.

Cesko