უკრაინაში დასრულდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ…აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ, სააკაშვილს ევალებოდა …

0
3709
24 Views

უკრაინაში მიმდინარეობს გამოძიება ოლიგარქ კურჩენკოსთან დაკავშირებით. იკითხება ყველა პირი რომელიც ამ საქმესთან კავშირშია. ფაქტებით დასტურდება, რომ აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა,-ამის შესახებ ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ფაქტებით დასტურდება და გამოძიების მიერ დამტკიცებულია, რომ სააკაშვილს რამდენჯერმე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ოლიგარქ კურჩენკოსთან.
„დასრულდა ექსპერტიზაც და დადასტურდა, რომ სატელეფონო საუბრისას ხმა ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს;
დადგინდა, რომ დანომრილი ფული გამოიგზავნა მოსკოვიდან უკრაინაში და ფული გადაეცა და დაუნაწილდა სააკაშვილის მხარდამჭერებს.
საქმის საბოლოო დასრულებამდეც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკურ აფიორაში გაეხვა და დიდი ალბათობით უკრაინის კანონმდებლობის წინაშეც მოუწევს პასუხისგება.საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინაშიც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა.მან ძალიან კარგად იცოდა კურჩენკოსა და სხვა პირების (მათ შორის მის) წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული მიმდინარე საქმის მსვლელობის განვითარება და ამიტომ გამოიქცასაქართველოში.დიახ, ის გამოიქცა საქართველოში რათა თავი აერიდრბინა უკრაინის კანონმდებლობისათვის.
მძიმე პოლიტიკური ფიასკო ფაქტია, მძიმედ აისახა მის ფსიქიკაზე რისი სამედიცინო ნიშნებიც სამწუხაროდ სახეზეა და ამას აღიარებენ თავად გვარამია და სხვები.
ფაქტია, უკრაინის განთავისუფლების იდეის სანაცვლოდ სააკაშვილმა დიდი ფული მოიპარა. საქართველოში საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებდა “საქართველოს გადასარჩენად მოვდივარო”- არადა ფაქტებით დადგინდა, რომ სინამდვილეში უკრაინის სამართალს გამოექცა. ასე დაინგრა მითი მიხეილ სააკაშვილის გმირობაზე. კაცი ორი სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ფულის ქურდია“,-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Cesko