Dior, Fendi, Valentino – მატილდა გვარლიანი, ქართველი მოდელი, რომელიც მსოფლიო მოდას იპყრობს – როგორ ახასიათებს საკუთარ თავს და რატომ დაარქვეს მატილდა

0
684
45 Views

გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი თა­ვის თა­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მას უკვე უთა­ნამ­შრომ­ლია ინ­დუსტრი­ის წამ­ყვან ბრენ­დებ­თან.

მა­ტილ­და 2000 წლის 16 მა­ისს და­ი­ბა­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შარ­მის მქო­ნე მო­დე­ლი აქ­ტი­უ­რად გა­მო­დის სხვა­დას­ხვა კო­ლექ­ცი­ე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, “იმედ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მო­დე­ლო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო. მა­ტილ­და სა­კუ­თარ თავს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბადს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვს.

“შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს გა­ვიღ­ვი­ძო, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო და მე­ო­რე სა­ათ­ში სხვა­ნა­ი­რად. ძი­რი­თა­დად უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ

ვინ­ტა­ჟურ ლუ­ქებს, იმი­ტომ რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ახლა არ იკე­რე­ბა და მო­და­ში აღარ არის”,- ამ­ბობ­და მო­დე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სრუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ტილ­და მა­რი­ამ გვარ­ლი­ა­ნია. მო­დე­ლი ყვე­ბა, რომ ბე­ბი­ას სურ­და მის­თვის მა­რი­ა­მი და­ერ­ქმი­ათ, დე­ი­დამ კი გო­გო­ნას სა­ხე­ლად მა­ტილ­და შე­ურ­ჩია, სა­ბო­ლო­ოდ ორი­ვე სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

2020 წელს მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი სა­ერ­თა­ში­რო­სო ბრენ­დის, Red Valentino-ს სახე გახ­და. მო­დე­ლი ბრენ­დის სა­ა­ხალ­წლო კამ­პა­ნი­ა­ში გა­და­ი­ღეს, სა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­ლის იმი­ჯი მო­ირ­გო.

მო­დე­ლი 16 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და Dolce & Gabbana-ს კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე და მას შემ­დეგ არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის­თვის გა­მო­ვი­და პო­დი­უმ­ზე.

მა­ტილ­დას­თვის დატ­ვირ­თუ­ლია ბოლო კვი­რე­ბი, ის ნიუ იორ­კის, ლონ­დო­ნის და ახლა უკვე პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მო­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი Dior-ის შო­უ­ზე ვი­ხი­ლეთ.

წყარო: ambebi.ge

Cesko