„ემიგრანტების იმედის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეგობრის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„8 იანვარს ხომ 25 წლის გახდებოდი შენი ფოტო რატომ მიკეთია გულზე ნეტა შოთი… ვაკვირდები ფოტოს და ვერაფრით ვერ ვხსნი…
პირველი ახალი წელია 17 წლის მანძილზე როცა ქართველი ემიგრანტებისთვის არ მიმილოცია არც საკუთარი ოჯახისთვის დედაჩემისთვისაც კი…
უშენოდ მოსული ახალი წელი ვერასოდეს იქნება ჩემთვის ხალისიანი არ მეხალისება, არც ხასიათი მაქვს!!!! ალბათ ვერც მექნება ვერასდროს შენ წამოგყვა ჩემი სიხალისე ალბათ ძალიან წამეჩხუბებოდი ახლა, რომ ასე არ შეიძლება და მე ასე არ უნდა ვთქვა და ის შეიძლება? უშენოდ ვიყო? საუკეთესო იყავი!!!! რომელიც გულს ამოიღებდა ყველასთვის მის ირგვლივ შენნაირი ადამიანები არ მეორდებიან!!!! შენი ღიმილი ნამდვილი იყო ნამდვილი…
მარადისობა ხარ… ჩემო ხუჭუჭა როგორ მტკივა შენი სახელიც კი…
ჩემო თბილო ტკბილო და სიცოცხლით სავსევ ჩემო შოთი, ჩვენს გვერდით აღარა ხარ, თან წაიღე ჩვენი გული, სიხარული, ღიმილი, რომელიც შენ, ჩვენ ასე გვშვენოდა და დაგვიტოვე მოუნელებელი ტკივილი, რომელიც არასოდეს ამოვა ჩვენი გულებიდან, ჩემო ძვირფასო ადამიანო!
ყველას რომ შეძლებოდა ისეთი სიყვარული როგორიც შენ შოთა ბოჭორიძე სამყარო მუდამ მზესავით თბილი და ნათელი იქნებოდა… მაგრამ…
არ ვიცი, რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს,თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი,რომ მაკლიხარ დღეს
დამაკლდები ხვალ, ზეგ…სულ!
არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი, არასდროს არ დამავიწყდები.
ჩემო ხუჭუჭა, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები სიზმარში ვარ ისევ .. ეს სტატუსი რა არის იმასთან შედარებით რასაც შენ იმსახურებ.. ნეტავ გამიბრაზდებოდი? არა.. ღიმილნარევად მეტყოდი მადლობაო“