„მამლუქი გოჩა“ გარდაიცვალა – რამდენი წლის იყო ყველასთვის საყვარელი გმირის შემსრულებელი და სად ცხოვრობდა ბოლო წლებში? (+ფოტო)

0
1717
27 Views

76 წლის ასაკში გარდაიცვალა  ქართული ფილმის, „მამლუქის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ვაჟა ჯოჯუა – პატარა გოჩა. მსახიობი 27 სექტემბერს, ალცჰაიმერის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ვაჟა ჯოჯუა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. იგი წლების განმავლობაში მშობლიურ აბაშაში ცხოვრობდა და არც სამსახიობო კარიერა გაუგრძელებია.

ვაჟა ჯოჯუას პანაშვიდი 29 და 30 სექტემბერს, ხოლო დასაფლავება შაბათს, 1 ოქტომბერს აბაშაში გაიმართება.

Cesko