ორწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისობის დღესასწაული 1-ელ და 2 ოქტომბერს გაიმართება

0
390
21 Views

ორწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისობის დღესასწაული პირველ და 2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, თბილისობის ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედანზე აღინიშნება.

“პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ თბილისობის ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შეასაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები.

რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. თბილისობის სრული პროგრამა განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის”. – ამბობს კახა კალაძე.

Cesko