ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მინიმუმ 5 ოქტომბრამდე სასურველია ადამიანებმა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეხებისგან თავი შეიკავონ.
ცაგარელის აცხადებს, რომ ვინაიდან ოქტომბერ-ნოემბერში დაბნელებების დერეფანია გასავლელი და ამ პერიოდში პლუტონი უკუმავალია, სჯობს, ნაკლები შეხება გქონდეთ მეტროსთან, მღვიმესთან, სარდაფებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებთან.
ახლა ოქტომბერსა და ნოემბერში არის მზისა და მთავრის დაბნელება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამას დაბნელების დერეფანი ეწოდება და ძალიან სიფრთხილით გავლას მოითხოვს ეს პერიოდი. 29 აპრილიდან, მორიელის მმართველი დამანგრეველი პლანეტა, პლუტონი, 5 ოქტომბრამდე უკუმავალი, რეტროგრადული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა მეტი სიფრთხილეა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან საჭირო. რადგან მორიელი მიწისქვესა სამყაროსთან და შავბნელ ძალებთან ასოცირდება, ნაკლები შეხება უნდა იქონიოთ მეტროსთან, სარდაფებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მღვიმეებთან, გამოქვაბულებთან, რადგან მიწის ქვეშეთს მართავს პლუტონი და შესაძლოა სახიფათო მოვლენები მოხდეს”, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.