კუბაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს

September 27, 12:09
0
218

კუბაზე ოჯახური კოდექსის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეთა თითქმის 67%-მა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 100-გვერდიანი დოკუმენტი ქვეყანაში 1975 წლიდან მოქმედ კანონს შეცვლის. ახალ კოდექსში ქორწინება განიმარტება როგორც „ორი ადამიანის“ კავშირი. ამასთან, ის ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვების აყვანის უფლებას აძლევს და სრულად აკანონებს სუროგაციას, თუ ის უანგაროა.

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ახალ კოდექს „სამართლიანი, აუცილებელი და თანამედროვე კანონი“ უწოდა, რომელიც „ყველას აძლევს უფლებებსა და გარანტიებს“. „სიყვარული – ახლა ეს კანონია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Cesko