2016 წლის 22 თებერვალს საგანგებო სიტუაციებისა და მართვის სამსახურში – 112-ის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, სადაც მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ზემო ფონიჭალაში კორპუსში ხანძარი იყო.
მათივე ცნობით, ბინაში ქალი და არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
მეხანძრე მაშველებმა ბინიდან ქალის ცხედარი გამოიყვანეს. მაშველების ცნობით, ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი დამწვარი იყო.
„იმდენად დამწვარი იყო ბავშვის გვამი, რომ შეუძლებელი იყო გაგერკვია ჭრილობა აღენიშნებოდა თუ არა“, – ლერი შერმადინი, მეხანძრე მაშველი.
ექსპერტ-კრიმინალისტების თქმით, საძინებელი სრულად დამწვარი იყო, მისაღებში კი სისხლის კვალი აღინიშნებოდა.
„ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი, რათა კვალი დაემალათ“, – ბაჩო ბენიძე, ექსპერტი.
„მისაღებ ოთახში დაგვხვდა შემდეგი სურათი, ტელევიზორი იყო ჩართული და გადიოდა საბავშვო გადაცემები, მარჯვენა მხარეს ტახტთან იყო ბავშვის სათამაშო. გამომძიებლებმა ამოიღეს 7 ათასი დოლარი და ოქრო.
აგრეთვე, დადგინდა რომ, სავარაუდო, მკვლელობის იარაღი დანა უნდა ყოფილი.
სამართალდამცველების თქმით, ადგილზე აღმოაჩინეს ხის სკამი, რითაც, სავარაუდოდ, მკვლელმა პირველადი დაზიანება მიაყენა გარდაცვლილ ქალს“, – ლაშა ტუხაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ ქალს – ნონა რომანაძეს სხეულზე 29 ჭრილობა აღენიშნებოდა, 3 წლის ბავშვს კი – 12.
„ბინაში შესასვლელი კარი დაკეტილი არ იყო, შესაბამისად, ბინაში ოჯახის ახლობელი უნდა შესულიყო. მეზობლების ცნობით, გარდაცვლილი ქალი მეუღლესთან ერთად ბინის საყიდელ ფულს აგროვებდა“, – – ლაშა ტუხაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ქმარს – ოთარ მამფორიას ძმასთან – გელა მამფორიასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ძმა აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ჩხუბის მიზეზიც ეს იყო.
მიუხედავად ამისა, გელა მამფორიას მტკიცე ალიბი ჰქონდა იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს სხვაგან იმყოფებოდა.
აღმოჩნდა, რომ გელა მამფორიას მეგობარი – ზაქარია ლურსმანაშვილი შეესწრო იმ ამბავს, როცა გელა მეორე მეგობართან – გიორგი ხაბელაშვილთან ერთად ბინის გაქურდვას აპირებდა. მათ 7 000 დოლარი უნდა აეღოთ.
გამოძიებამ ხაბელაშვილის ალიბი გადაამოწმა, რომ თითქოს სახლში იყო და სვამდა.
ხაბელაშვილის მეგობარმა გოგონამ აღნიშნა, რომ როდესაც დანაშაული მოხდა ხაბელაშვილი სახლში არ იმყოფებოდა და გარეთ იყო გასული.
ეჭვმიტანილი შინ დილის 1-ის ნახევარზე დაბრუნდა.
როგორც მეგობარი გოგო ამბობდა, ხაბელაშვილი აღელვებული დაბრუნდა და ტანისამოსი „გასარეცხად შეყარა“.
გამოძიებამ დაკითხვაზე დაიბარა ხაბელაშვილი, წარუდგინა მასალები და მანაც ბრალი აღარა.
„ბავშვის მკვლელობას არ ვაპირებდი, ყავა გავაკეთებინე და მზადების პროცესში სკამი თავში ჩავარტყი, შემდეგ კამათი იყო, ავიღე დანა და ჯერ გულის შემდეგ კი ყელის არეში ჩავარტყი. ამ პროცესში ფეხის ხმა გავიგე და ბავშვი დავინახე. ატირებული ბავშვი კართან მივიდა და კარის გაღება სცადა. არ გამოუვიდა. დავეწიე პირზე ხელი ავაფარე, საძინებელ ოთახში შევიყვანე და 12-ჯერ დავარტყი დანა, რომლითაც ჯერ დედა მოვუკალი“, – აცხადებდა ხაბელაშვილი.
მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.