საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

September 26, 13:02
0
477

როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუკ გვერდზე აღნიშნავს, მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო.

მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

Cesko