“ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ გააზრებულად, სიკვდილის წინაც რომ მკითხო, ყველაზე დიდი შეცდომა რა დაგიშვიაო … ?

0
530
31 Views

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა პოლიტიკაში მოსვლა იყო.

ამის შესახებ გრიგოლიამ ვანო ჯავახიშვილთან გადაცემაში “ვანოს შოუ” ისაუბრა.

როგორც ინგამ აღნიშნა, იყო შემოთავაზებები სხვა პარტიაში გადასვლის მიმართულებით, თუმცა გრიგოლიამ ამაზე უარი განაცხადა.

“ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ გააზრებულად, სიკვდილის წინაც რომ მკითხო, ყველაზე დიდი შეცდომა რა დაგიშვიაო, ეს ჩემი პოლიტიკაში ყოფნაა. ხანდახან ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე: „ნორმალური ხარ?“

მანდ იცი რა დამემართა? საქართველოში არ ვიყავი რაღაც პერიოდი და „ფეისბუქით“ აღქმული საქართველო ხომ საერთოდ სხვა რამეა.

სხვა ქვეყნიდან აღვიქვი და უცებ მივიღე გადაწყვეტილება.

ეს ტანჯვაა. ჩემთვის ეს იყო ტანჯვა. ჯერ ეს ერთიც, მე ძალიან მიჭირს კოლექტიურ რაღაცებს რომ უნდა დაემორჩილო…

ერთ სისულელეს გეტყვი, წავედი ეგვიპტეში, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაღება იყო.

მაგარი ხალისიანი გადაღება იყო, აქლემებზე ვზივართ, ბასეინში ვართ, ვერთობით…ოღონდ პარტიის წევრი ვარ ამ დროს, პოლიტიკაში ვარ. მოკლე კაბა მეცვა, მერე აქლემზე ვიჯექი, ჩამოვედი და პარტიაში არავინ არ მელაპარაკება. ბოლოს საქმეების რჩევა იყო, რომ პოლიტიკოს ქალს არ შეიძლება რომ ეცვას მოკლე. მუხლიდან 5 თითით ქვევით უნდა გეცვას და არა მუხლიდან 5 თითს ზევით. ნუ აქლემმა სულ გადარია…

ყველაზე დიდი შეცდომა იყო… დავტოვე მანდატი, სხვებივით არ გადავმხტარვარ პარტიიდან პარტიაში.

როცა მივიღე გადაწყვეტილება მანდატიც დავტოვე, ფრაქციაც დავტოვე. სხვათა შორის, თავმჯდომარე ვიყავი ფრაქციის, მთელი ეს სიკეთეები დავტოვე წავედი და დავჯექი სახლში,” – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

Cesko