(VIDeO)“ბანკის ძარცვის საქმე თავდაყირა დგება; პოლიცია 50 წლის ქალს ეძებს, რომელიც შესაძლოა, გრიგოლ ნარსიას თანამზრახველია” – რა ინფორმაციას ავრცელებს “ტვ პირველი”

0
475
27 Views

“ტვ პირველის” ინფორმაციით, პოლიცია 50 წლის ქალს ეძებს, რომელიც შესაძლოა, გრიგოლ ნარსიას თანამზრახველია. ქალის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო ოპერაცია, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
“ტვ პირველისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალმა, სახელად ეკამ სოფელი ბანოჯა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციამ აიყვანა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეკა გრიგოლ ნარსიასთან ერთად ცხოვრობდა, სახლი კი სპეცოპერაციის დასრულებიდან მალევე, ჩემოდნებით დატოვა.
თავად ბრალდებული ნარსია კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია, გრიგოლ ნარსია ირწმუნება, რომ სასტიკად არის ნაცემი და პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

Cesko