“ბიჭებმა საყვარელი ადამიანები დაკარგეს და იქნებ ვუპოვოთ და” – ძმები, რომელთაც მშობლები ტრაგიკულად დაეღუპათ, სავარაუდოდ, ექიმების მიერ გაყიდულ დას ეძებენ

0
950
22 Views

ძმები ექიმების მიერ, სავარაუდოდ, გაყიდულ დას ეძებენ. ინფორმაცია ფეისბუქჯგუფში “ვეძებ” ვრცელდება.

“მოგესალმებით. ამდენი ხნის შემდეგ,როგორც იქნა მეც უნდა გაგიზიაროთ მამიდაჩემის ისტორია.
პირველ რიგში ვიტყვი,რომ ტესტმა ვერაფერი ხელჩასაჭიდი შედეგი მოგვცა.
სამწუხაროდ მამიდა 1995 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა,მეუღლესთან ,3 წლის შვილთან და დედასთან ერთად, საბედნიეროდ 2 მამიდაშვილი გადარჩა, ამიტომაც სხვა არაფერი ვიცით გარდა იმისა,რომ მამიდამ- ლია (ლიანა) გეგუჩაძემ, 1984 წლის მაისის დასაწყისში იმშობიარა, ყოფილ მე 4 სამშობიაროში, ყველაფერი რიგზე ქონდა,ეყოლა გოგო, სახელი მარიამი დაარქვეს, მესამე დღეს კი ბებია ქალს გაუვარდა და გარდაიცვალაო. წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა მამიდაჩემი, 23 წლის იყო… მერე ,როგორც ბაბუსგან ვიცით,ვითომ ამშვიდებნენ,ახალგაზრდა ხარ,კიდევ გეყოლება… ცხედარის გამოსაყვანად მისულებისთვის უთქვამთ რომ,რად გინდათ ჩვენ დავასაფლავებთ ჩვენივე სასაფლაოზე, რომ გაგატანოთ სულ საფლავზე იქნება და მეტს აღარ გააჩენსო. თანხაც გადაახდევინეს.

ამ ამბის შემდეგ, ნერვიულობაზე წლები ბავშვი არ ჰყავდათ, 1989 წელს კი მოევლინა ბიჭი,შემდეგ კიდევ 2 ბიჭი.
იუსტიციიდან ავიღეთ რიგითობის ცნობა და პირველი მშობიარობის არც გარდაცვალება,არც მშობიარობა არ ფიქსირდება.
დიდი ხანია ზოგადად გულის სიღრმეში ვეჭვობდით, ( მოპარვას და მოტყუებას ალბათ ვერც კი დაუშვებდნენ მაშინ გონებაში) ვაითუ ცოცხალია და ჩვენთან ერთად დადის თბილისის ქუჩებში,ან სხვა ქალაქში,ან სულაც სხვა ქვეყანაში. ჯგუფმა “ვეძებ” მა დიდი სტიმული და შემართება მოგვცა.
ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება,იქნებ ვინმემ ფოტოებიდან მსგავსება მაინც დაინახოს,ან სულაც გაუგია ბიოლოგიური მშობლების სახელი და გვარი:
ლია გეგუჩაძე,თენგიზ ჩაჩხიანი.
დავურთავ ფოტოებს.
პ.ს. ბიჭებმა საყვარელი ადამიანები დაკარგეს და იქნებ ვუპოვნოთ და. დაგვეხმარეთ გთხოვთ,თუ ვინმეს გეცნოთ ისტორია, ან მსგავსებას ხედავთ”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

"ბიჭებმა საყვარელი ადამიანები დაკარგეს და იქნებ ვუპოვოთ და" - ძმები, რომელთაც მშობლები ტრაგიკულად დაეღუპათ, სავარაუდოდ, ექიმების მიერ გაყიდულ დას ეძებენ
Cesko