“ბავშვები ბუნებრივად აღარ დაიბადებიან… ბიოლოგიურ იარაღს ადამიანებზე გამოცდიან” – ვანგას შემზარავი წინასწარმეტყველება

0
586
20 Views

გამოცემა Mirror-ი ბულგარელი ბრმა ნათელმხილველის, ვანგას წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ვანგას 5 წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის:

ვანგას თქმით, 2023 წელს „დედამიწის ორბიტა შეიცვლება”. ზუსტად არავინ იცის რა იგულისხმება ამ ფრაზაში, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ორბიტის ნებისმიერი სახის ცვლილება გამანადგურებელ შედეგებს გამოიწვევს.

მათივე თქმით, დედამიწის ორბიტიდან მცირე გადახრაც კი კლიმატის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. დედამიწა უფრო მიუახლოვდება მზეს, რაც ჰაერის ტემპერატურის ზრდას, ყინულის დნობასა და ზღვის დონის მატებას გამოიწვევს.

როგორც ვანგა წინასწარმეტყველებს, 2023 წელს მზის ქარიშხალსაც უნდა ველოდოთ.

მზის ქარიშხლის დროს მზის გამოსხივება დედამიწის მაგნიტურ ველს ერევა და წარმოიქმნება მზის ქარი, რომელიც ძალიან ძლიერია. მისი სიძლიერე და ზემოქმედება მილიარდობით ბირთვული ბომბის ძალასთანაა გაიგივებული.

წინასწარმეტყველის თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ქვეყანა 2023 წელს ბიოლოგიური იარაღის ადამიანებზე გამოცდას დაიწყებს, რასაც უამრავი მოქალაქის სიცოცხლეს შეიწირავს. როგორც ვანგა აღნიშნავს, 2023 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ატომური სადგური აფეთქდება.

ვანგა ამბობს, რომ 2023 წელს ბავშვები ბუნებრივი გზით აღარ დაიბადებიან და ემბრიონებს ლაბორატორიებში შექმნიან.

ვანგას თქმით, მსოფლიო ლიდერები გადაწყვეტენ იმას, თუ როგორი ემბრიონის შექმნა იქნება საჭირო.

წყარო – “პრაიმტაიმი”

Cesko