სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა თეიმურაზი გაქურდეს. ამის შესახებ სასულიერო პირმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, მძარცველები მთაწმინდაზე მდებარე მის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც თავად ბობოყვათში, საპატრიარქოს რეზიდენციაში ისვენებდა.
მამა თეიმურაზის სახლიდან წაღებულია ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის “თუმნიანი” მონეტები, ოქროს საათები და ბრილიანტის ბეჭდები. გარდა ამისა, წაღებულია 36 ათასი დოლარი, რომელსაც, სასულიერო პირის თქმით, იგი ავტომობილის შესაძენად აგროვებდა.
“ეს იყო მოგროვილი, ასევე შემოწირულობა ჩვენი მრევლის. 36 000 დოლარიც იყო, მანქანა უნდა გვეყიდა რაჭისთვის და ამისთვის გვქონდა ეს ფული მოგროვებული,” – ამბობს მამა თეიმურაზი.
ცნობისთვის, სასულიერო პირის სახლის ძარცვის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი დააკავა. საქალაქო სასამართლომ მას 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.