31 Views
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება შეცვალოს უკრაინაში ომის მიზნები, რადგან სამხედრო მარცხი და რესურსების ნაკლებობა ადასტურებს რუსეთის უუნარობას მიაღწიოს კრემლის თავდაპირველ ზრახვებს. ამის შესახებ პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა პარასკევს დაზვერვისა და საშინაო უსაფრთხოების შესახებ კონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა მივედით იქამდე, რომ, ვფიქრობ, პუტინს მოუწევს გადახედოს თავისი „ოპერაციის“ მიზნებს, რადგან ახლა ძალიან ნათელია, რომ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც აპირებდა“, – განაცხადა ბერიერმა.