ევროკომისიის გადაწყვეტილება რუსულ სასუქებზე სანქციების მოხსნის შესახებ ეგოიზმის ნათელი გამოვლინებაა – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სანქციების მოხსნას მიესალმება, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული და ის ღარიბი ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციულია.
“ჩვენი პოლიტიკა მოკლებულია ყოველგვარ ეგოიზმს, ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მონაწილეები იმავე პრინციპებზე დაამყარებენ პოლიტიკას, შეწყვეტენ პროტექციონიზმის, უკანონო სანქციების და ეკონომიკური ეგოიზმის ინსტრუმენტების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. ამ ეგოიზმის ნათელი მაგალითია ევროკომისიის გადაწყვეტილება რუსულ სასუქებზე სანქციების მოხსნის შესახებ. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სასუქები სასურსათო პრობლემის გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას, მაგრამ თურმე ეს სანქციები, ევროკომისიის განმარტებით, მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის იქნა მოხსნილი,”-აცხადებს ვლადიმერ პუტინი.