პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, “ტვ პირველთან”, ინგა გრიგოლიასთან ამბობს:
“ჩქარ–ჩქარა მოგვაწოდოს (სოსო გოგაშვილმა) ახალი მასალები, არამარტო ივანიშვილის მოღალატეობრივ ქმედებაზე, არამედ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელსაც თვითონ აფინანსებდა ყოველ თვე კონვერტით… კი, დღეს რო ოპოზიციურია… აბა, ელისაშვილები, მელისაშვილები, გირჩი, მირჩი, ეს ყველაფერი არის სუს–ის შექმნილი. ეჭვი გეპარებათ რომ სუს–ს პოლიტიკური პარტიები ჰყავს შექმნილი, რომლითაც ახდენს საზოგადოდბრივი აზრის ფორმირებას? ეს ელისაშვილები, გირჩები, უფრო მეტი ქოცები არიან, ის ინჯია, ის გახარია, ისინი არიან უფრო მეტი ივანიშვილები უფრო მეტი ქოცები, უფრო მეტი გამყიდველები, შეყარეს ოპოზიცია პარლამენტში და გააგრძელეს ივანიშვილის რეჟიმი და გააგრძელეს ამ ქვეყნის ყვლეფა.
გახარიამ რომ თვალები დათხარა ვალებს, დაგავიწყდათ? დათხარა ივანიშვილის პირდაპირი განკარგულებით და დღემდე რომ ფარავს ივანიშვილს და არ ამბობს სიმართლეს, ამაში ეჭვი გეპარებათ? რომ გადადგა, იმიტომ რომ საკუთარი კარიერის და საკუთარი ანგარიშების შეეშინდა, რომელსაც ამერიკელები დაუყადაღებდნენ და ჭკვიანურად მოიქცა, ამაში ეჭვი გეპარებათ? ცხოვრება არ არის ისეთი რთული და არც ისეთი მარტივი, როგორც შეიძლება წარმოიდგინოთ.
ჩხარტიშვილი აფინანსებს “სტრატეგია აღმაშენებლს”, სიძეა ჩხარტიშვილს… ის აფინანსებს, საიდან მოიტანდა ზემო იმერეთიდან ჩამოსული, წესიერი ინტელიგენტის შვილი მილიონებს?
ლელოს ლიდერებს დარწმუნებული ვარ, ნამდვილად უნდათ ივანიშვილის მოშორება, მაგრამ ის დეპუტატები, ვინც მათი სახელით სხედან პარლამენტში, ივანიშვილის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. უსუფაშვილს რომ ტკბილად ახსენდება ივანიშვილის მიცემული მილიონები, ეჭვი გეპარებათ? ბიძინამ გამოაგდო, გამოაგდო… თავიდან ამერიკული ორიენტაციის ხალხი გაიყვანა, მოადუნა ვაშინგტონის ყურადღება, მერე ამოკრა ყველას პანჩური და შეყარა ვისაც ვხედავთ – კობახიძე, თალაკვაზე, ყაველაშვილი, რომლებიც ლენინის ენით გველაპარაკებიან.
ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება, კაცს, პარტიის ლიდერს უკლავენ ციხეში, ვერ გამოვიყვანე პარლამენტიდან გარეთ, ერთი კარავი მაინც დაედგათ და დაეწერათ ზედ თავისუფლება სააკაშვილს. არ გამოდიან გარეთ საკუთარ ლიდერზე და ქვეყანაზე, იდეაზე გამოვლენ? შევარდნენ, დაეძგერნენ სკამებს, ტენდერებს…
ძვირფასო ოპოზიციავ, კეთილი ინებეთ გამოდით პარლამენტიდან, შევქმნათ ეროვნული ხსნის კომიტეტი, დავუძახოთ ხალხს ქუჩაში და დავამთავროთ რამდენიმე დღეში ეს ბოროტება. არ გააკეთებთ ამათ? თქვენც ივანიშვილთან ერთად დამთავრდებით.
შეგპირდით, რომ ივანიშვილი სანქცირებული იქნებოდა? ხომ დაიწყო მის მიმართ სანქციები? ეს გაგრძელდება და ამათ მაინც მოვიცილებთ, თქვენ ვეღარ გამოჩნდებით ასპარეზე.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ გოგაშვილს სოლიდარობას გამოვუცხადებდი, მაგრამ ვუცხადებ, რომ იმიტომ რომ მართალს ამბობს, საქართველოს გავლით გადის იარაღი, ჩიპები, აკრძალული სასანქციო პროდუქცია… გოგაშვილის ნაწილს ამბობს და უფრო აქტიურად უნდა თქვას.”