რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ეუბნებიან, მესაზღვრეები არ განმარტავენ მიზეზებს – რუსული მედია

0
504
22 Views

რუსული მედია ტრაპიზონში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით,  რუსეთის მოქალაქეების ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში

აცხადებენ, რომ „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შესახებ საჩივრები საკონსულოში კვირაში რამდენჯერმე შედის.

„სამწუხაროდ, საქართველოს მესაზღვრეები არ განმარტავენ უარის თქმის მიზეზებს“, – აცხადებენ გენერალურ საკონსულოში.

ამასთან, გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, სექტემბერში რუსებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების დინამიკა აგვისტოს ბოლოსთან შედარებით შემცირებულია, რადგან აგვისტოში მესაზღვრეების ქმედებებზე საჩივრები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდებოდა.

Cesko