ირაკლი რუხაძე რუსეთზე: შეუძლებელია, რომ ურთიერთობა არ გქონდეს შენს ცხოვრებაში მთავარ ძალასთან, იქნება ეს პოზიტიური ძალა თუ ნეგატიური

0
853
21 Views

დღეს როგორია რუსეთი და საით მიდის ცოტა გაურკვეველია. მე ვერ წარმომედგინა, რომ პუტინი 24 თებერვალს იმას გააკეთებდა, რაც გააკეთა. მე მგონია, რომ ამას ის ვერ გადაურჩება, ალბათ. ისეთი პუტინი ვერ იქნება, როგორიც ის 23 თებერვალს იყო. ახლა როდესაც ცხელი ომია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ხალხი იხოცება, ჩემთვის რთულია იმაზე საუბარი, როგორ არასწორად გვქონდა ურთიერთობა აწყობილი რუსეთთან, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონოდა კავშირები რუსეთთან და უნდა გვქონდეს. მით უმეტეს ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს გამოკითხული მოქალაქეების 80%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა. შეუძლებელია, რომ ურთიერთობა არ გქონდეს შენს ცხოვრებაში მთავარ ძალასთან, იქნება ეს პოზიტიური ძალა თუ ნეგატიური ძალა. შენი მეზობელია, გაქვს უამრავი კავშირი. ამიტომ ასე დავიწყება, რომ თითქოს ის არ არსებობს, არავინ შევხვდეთ, არავის ველაპარაკოთ, არ გამოდის. მეზობელი, რომელიც დღესაც კი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ექსპორტი, რომელიც ჩვენთვის მთავარია და გვინდა, რომ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა გავხდეთ, ყველაზე დიდი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი და რუსეთი. ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს და მის ორბიტაში არიან, არიან დაახლოებით ერთი მესამედი ჩვენი ექსპორტის. ტურიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გადმორიცხული თანხები, თუ არ ვცდები მილიონამდე საქართველოდან წასული ცხოვრობს რუსეთში. იმათი გზავნილები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც ტურიზმი. რუსი მეტს ხარჯავს ერთ სულ ტურისტზე, ვიდრე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული. ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ომმა შეიძლება რაღაცები შეცვალოს, მაგრამ მის ხელშია ის, რაც ახლა ხდება სამაჩაბლოში და აფხაზეთში, ახლო მომავალში მის გარეშე ამის გადაწყვეტაც შეუძლებელია. გაგახსენებთ, რომ სააკაშვილი პირველი რუსეთში ჩავიდა როცა პრეზიდენტი გახდა და მერეც ხშირად ჩადიოდა. 2004 წელს, როდესაც ჩვენ ოსეთში შევედით, ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს, მას შემდეგ მთელი ეს ურთიერთობა რუსეთთან ჩაიშალა. იმის შემდეგ ჩვენ რუსეთთან ფაქტობრივად ურთიერთობა არ გვაქვს. უცებ სააკაშვილი გამოაცხადებდა, რომ მეტი ტურისტი უნდა მოგვეზიდა, ხვდებოდა საზღვარზე, რა კარგია რომ ჩამოხვედითო და მთელ კომპანიებს რუსეთში ურიგებდა…“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

Cesko