“ქრონიკა პლიუსის” დირექტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს:კეზერა
“ერთადერთი პრობლემა რაც ქართულ ოცნებას უდგას არის მიხეილ სააკაშვილი !
მიხეილ სააკაშვილი და არავინ სხვა !
სწორედ ამიტომ-ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ პოლიტიკური და სატელევიზიო დღის წესრიგიდან გააქრონ მესამე პრეზიდენტი !
ამ პროცესის დირიჟორი არის დავით კეზერაშვილი !
ანგაჟირებული მიშა,მიშას ხსენება უნდა გაქრეს ამ ქვეყანაში -ესაა მესიჯბოქსი.
არა მხოლოდ მის პარტიაში,მედიაშიც !”
ცოტა ხნით ადრე ელისო კილაძე მოძრაობა “სირცხვილიასაც გადაწვდა:
“ისევ 3 ივლისის პროტესტზე:
ვისი იდეა იყო რუსთაველზე აქციის გაყოფა და 3000 კაცის”ქართული ოცნების” ოფისთან მიყვანა ?!
და ერთიც-აქციის ორგკომმა და მედია მენეჯერებმა გაასაჯაროვეთ თქვენი ანგარიშები და კეზერაშვილის მიერ ჩარიცხული ფული !
აბა,რომელი გაბედავთ !
სხვა დეტალებზე გზადაგზა ….” – წერს ელისო კილაძე