მადრიდის „რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა

September 11, 13:38
0
244

“ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია თავისი საყვარელი გუნდის, “რეალის” ინტერესის სფეროში მოექცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes-ი თავის პირად წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელიამ “რეალში” შეიძლება მარკო ასენსიო შეცვალოს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული და დიდი ალბათობით მადრიდულ კლუბს დატოვებს.

“რეალი” ქართველის თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში დააკვირდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა ტრანსფერზე “ნაპოლის”.

Cesko