23 Views
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლის კურსდამთავრებული, დემეტრე ურიდია გუგლის ლონდონის ოფისში იმუშავებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დემეტრეს სამუშაო პოზიციაა Software Engineer, App & Store Integrity team. მას შემოთავაზება ასევე ჰქონდა Amazon-დან და Facebook-იდან (META), თუმცა საბოლოო არჩევანი გუგლზე გააკეთა.
დემეტრე ურიდია MACS[E]-ს კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის პროგრამის ალუმნია.