„ვანო ჩემზეა გაბრაზებული, რადგან…” – გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი „მთავარიდან“ ვანო ჯავახიშვილის წასვლაზე

0
608
23 Views

“საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ვანო ჩემზეა გაბრაზებული”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსური კრიზისი ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას დაპატიმრებამდე, ბევრად ადრე დაიწყო.

გიორგი გაბუნია ამბობს, რომ იძულებული იყო, ურთულესი გადაწყვეტილებები მიეღო.

,,რეალურად, კრიზისი ჩვენთან დაიწყო ბევრად უფრო ადრე. რა თქმა უნდა, ნიკას სხვანაირი პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ ადამიანებთან. ბევრი მათგანი მასთან ერთად წამოვიდა აქ, მასთან ერთად შექმნა ტელევიზია.

ფინანსური კრიზისის მოგვარება, რომელიც ითვალისწინებს შემცირებებს, ადამიანების გაშვებას… ნიკასთვის ეს რთული იყო.

ჩემთვისაც ურთულესია, მაგრამ როდესაც ნიკა დაიჭირეს, იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა… საშინელებაა ამის კეთება, იმიტომ რომ მეც ამ ადამიანებთან ერთად მოვედი, მაგრამ სხვა გზა არ იყო… მქონია მომენტები, როდესაც ვამბობდი, რომ მე ადამიანურად აღარ შემიძლია ამ ადამიანების ცრემლების ყურება, რომლებსაც ეუბნები, რომ გემშვიდობებით.

ამას მოყვა გადაცემების შემცირება, იმის გამო, რომ პავილიონები დავხურეთ. მივიდა იქამდე, რომ ვანომ აქ ვეღარ შეძლო გადაცემის კეთება და გადავიდა სხვა არხზე – ესეც უმძიმესია, ძალიან დიდი დანაკარგია. ყველა ჩემზეა ნაწყენი და გაბრაზებული, საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ვანოც ჩემზეა გაბრაზებული და სხვებიც, მაგრამ რა ვქნა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვანო ჯავახიშვილის გუნდმა “მთავარი არხი” დატოვა და “ტვ პირველზე” გადავიდა.

Cesko