სკანდალი: ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა, მისი შვილების ფოტოებს აფრიალებს და შვილიშვილებად მოიხსენიებს – რას ფიქრობს თავად ტელეწამყვანი?

March 16, 00:24
0
253

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე უკვე დიდი ხანია ბიოლოგიურ დედას ეძებს. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც არ­წმუ­ნებ­დნენ რომ დე­დის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ქალ­ბა­ტო­ნი კი რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჟურ­ნა­ლის­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში ambebi.ge-თან საურბობს სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს, ემიგ­რან­ტია. მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და მისი სამი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ. პირ­ვე­ლად ორი წლის წინ და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ დე­და­მი­სი იყო, მაგ­რამ გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ და­ა­დას­ტუ­რა.

„ამ ქალ­ბა­ტონ­მა იმ­შო­ბი­ა­რა 1979 წელს, სა­ნამ მე და­ვი­ბა­დე­ბო­დი 5 წლით ადრე. გა­სა­გე­ბია, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ცვლიდ­ნენ თა­რი­ღებს, მაგ­რამ 5 წლის შეც­ვლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ორი წლის გან­მავ­ლო­ბაშ ვუხ­სნი­დი, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ასე, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ თა­რი­ღი შე­მიც­ვა­ლეს და დე­და­ჩე­მია. შემ­დეგ შეც­ვა­ლა ვერ­სია და ახლა ამ­ბობს, რომ 1981 წელს იმ­შო­ბი­ა­რა. სულ რომ 1981 წელს ემ­შო­ბი­ა­რა, მა­ინც ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­მო­დის, რად­გან 1981 წლის ივ­ნის­ში და­ო­ჯახ­დნენ ჩემი გამ­ზრდე­ლი მშობ­ლე­ბი და წი­ნას­წარ ხომ არ აიყ­ვან­დნენ შვილს, რა იცოდ­ნენ, რომ არ გა­უჩ­ნდე­ბო­დათ. ამის გარ­და მის შვილ­თან გა­ვი­კე­თე გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და ამ­ბობს, რომ არ ენ­დო­ბა ამე­რი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას.

ეს ქალი ახლა სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს და ამ­ტკი­ცებს, რომ თით­ქოს მა­მი­და­ჩე­მი მუ­შა­ობ­და მას­თან რა­ღაც „ცეხ­ში“. ოღონდ მა­მი­დას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს პე­და­გო­გი­უ­რი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ-ერთ სკო­ლა­ში და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლია და ფი­ზი­კუ­რად ვერ იმუ­შა­ვებ­და სა­დღაც „ცეხ­ში“. გარ­და ამი­სა ამ­ბობს, რომ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ახ­სოვს, რო­მე­ლიც იმ სამ­შო­ბი­ა­რო­ში, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე გი­ნე­კო­ლო­გი იყო. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სია და იმ დროს ვერ იმუ­შა­ვებ­და იქ გი­ნე­კო­ლო­გად.

წყარო: ambebi.ge

Cesko