23 Views
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზემო რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
მან ავარიის შედეგად დაღუპული ძმების, ნიკა და თორნიკე გაგნიძეების ოჯახს მიუსამძიმრა
„ვუსამძმრებ ოჯახს. რაჭაში ვიმყოფები და ეს ტრაგიკული ინფორმაცია აქ გავიგე“, -წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილი, რომლითაც ძმები გაგნიძეები და მათი ბიძაშვილი გადაადგილდებოდნენ, ხევში გადაიჩეხა. ავარიის შედეგად, ძმები დაიღუპნენ, მათი ნათესავი კი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება.