18 Views
გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის დამსახურებული თანამშრომელი ლია ძიძიგური.
ლია ძიძიგური რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს რადიოს ეთერში უძღვებოდა არაერთ საავტორო გადაცემას, მათ შორის: „გალერეა“, „არდავიწყება“, „მივიწყებული გადაცემები“, „კინოფილმი უეკრანოდ“ და ა.შ.
მისი გადაცემების საშუალებით ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ხმა გაჟღერდა, რაც დღეს რადიოს ოქროს ფონდის განსაკუთრებულ ინტელექტუალურ საგანძურს წარმოადგენს.
საქართველოს პირველი არხი უსამძიმრებს ლია ძიძიგურის ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.