„ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, არა­ვის გვე­გო­ნა, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას თუ მო­ა­ხერ­ხებ­და… – გია ბაღაშვილი თემურ წიკლაურს იხსენებს (+ფოტოები)

0
549
17 Views

გია ბა­ღაშ­ვი­ლი მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის შე­სა­ხებ ერთ-ერთ მო­გო­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. მუ­სი­კო­სი იხ­სე­ნებს 2018 წელს, “ბლექ სი არე­ნა­ზე”, “ჩხიკვთა ქორ­წი­ლის” რე­პე­ტი­ცი­ებს და ახ­ლად ინ­სულტგა­და­ტა­ნილ დიდ მომ­ღე­რალს, რო­მელ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უნაკ­ლოდ წარ­სდგო­მა შეძ­ლო.

“ეს ფო­ტე­ბი ზუს­ტად 4 წლის წინ, 2018 წლის 27 აგ­ვის­ტო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. დიდი მზა­დე­ბა გვქონ­და. მე­ო­რე დღეს, “ბლექ სი არე­ნა­ზე”, “ჩხიკვთა ქორ­წი­ლის” სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი 10 000 მა­ყუ­რებ­ლით­ვის უნდა გვე­მას­პინ­ძლა. ჩვე­ნი არ­წი­ვი მა­შინ ჩვენ გვერ­დით იყო. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, რო­გორც წესი, პირ­ვე­ლი მო­დი­ო­და. პირ­ველ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნას ჩვენ ორნი გავ­დი­ო­დით. ხმა­საც ყო­ველ­თვის ერ­თად ვას­წო­რებ­დით. ყვე­ლა­ზე მომ­თხოვ­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ იყო. ამ დროს, ერთი თვით ადრე ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. არა­ვის გვე­გო­ნა, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას თუ მო­ა­ხერ­ხებ­და. თა­ვად გა­და­წყვი­ტა, “ბლექ სი”-ს სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის მზად ვიქ­ნე­ბიო! თქვა და შე­ას­რუ­ლა! რო­გორც ყო­ველ­თვის! მე­ო­რე დღეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლო­და ყვე­ლას ერ­თად. ეს გა­მარ­ჯვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა გან­სა­ზღვრა. მის პირ­ველ გა­მო­ჩე­ნას მა­ყუ­რებ­ლის დიდი ოვა­ცია მოჰ­ყვა და ეს მუხ­ტი სპექ­ტაკ­ლის ბო­ლომ­დე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ერთი რამ კი მეჩ­ვე­ნა ცოტა უც­ნა­უ­რად – არ­წი­ვის პირ­ვე­ლი არი­ის და­წყე­ბამ­დე, თე­მურ­მა ჩვე­ულ­ზე უფრო დიდი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა… წელ­ში ოდ­ნავ მოხ­რი­ლი იყო… შემ­დეგ, მხრებ­ში ერ­თი­ა­ნად გა­ი­შა­ლა და თა­ვი­სი ჯა­დოს­ნუ­რი, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლი­სა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლი ტემ­ბრის მქო­ნე ხმით დას­ჭე­ქა: “ვი­საც მაღ­ლა ფრე­ნა უყ­ვარს, არ ერ­გე­ბა შეს­ვე­ნე­ბა…” სა­ოც­რად ორი­გი­ნა­ლუ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი ფრა­ზი­რე­ბა გა­მო­უ­ვი­და… არა და თურ­მე ძლივს იდგა სცე­ნა­ზე. ეს არა­ვინ ვი­ცო­დით. მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბან­კეტ­ზე გაგ­ვან­დო – სა­ნამ პირ­ველ ფრა­ზას და­ვი­წყებ­დი, ფე­ხებს სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ­დი და მე­გო­ნა წელ­ში გა­მარ­თვას ვე­რაფ­რით შევ­ძლებ­დიო… ეს არ უგ­რძვნია მა­ყუ­რე­ბელს, არ გვიგ­რძვნია სცე­ნა­ზე მდგომ 37 არ­ტისტს. ყვე­ლა ერ­თად ვგრძნობ­დით და ვხე­დავ­დით მხო­ლოდ ერთ რა­მეს – დიდ შე­მოქ­მედ­სა და დიდ პი­როვ­ნე­ბას! ასე­თი მომ­ღე­რა­ლი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბა, ასე­თი ვაჟ­კა­ცი – კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად!” – იხ­სე­ნებს გია ბა­ღაშ­ვი­ლი.

Cesko