ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
არსებობენ ბუნებით დაცენტრილი ადამიანები, რომლებსაც, რაც არ უნდა მოინდომო, ვერ უშველი!
ასევე, არსებობს ადამიანთა კატეგორია,რომლებიც რაღაც კონიუქტურას აყოლილნი, თავს დაცენტრილად მოგაჩვენებენ – იციან ,რასაც აკეთებენ,მაგრამ,ასე აწყობთ…
ასეთ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება საქართველოს პარლამენტის წევრი ,” გირჩელი” იაგო ხვიჩია,რომელსაც თავის ” პატრიარქად” კელი დეგნანი აურჩევია თურმე და ამით, ამაყობს კიდეც!
იაგოზე ,ვერ ვიტყვი,უნიჭოა – მეთქი!
მისი საჯარო გამოსვლები და ტელეგადაცემა ( ” საქართველოს დიდება”) მოწმობს ,რომ უდაოდ ნიჭიერი კაცია ,პოლიტიკურადაც არც თუ უმწიფარი,მაგრამ,რად გინდა?!
როცა კაცს მზე და მთვარე კელი დეგნანზე ამოსდის და ” პატრიარქად. ” აღიარებს( ამის დასტურია მისი გამოსვლა ტელევიზიაში და საკუთარი პირით აღიარება),ნიშნავს ,რომ ” გასულია მომსახურების ზონიდან” და ყოველივე ქართული მისთვის ანაქრონიზმია!
რად მინდა ასეთი კაცის ნიჭი – არც მისი გადაცემებიც მაინტერესებს უკვე,რომელსაც არც თუ ურიგოდ აკეთებს!
ეხ,იაგო ,იაგო!