ჩეჩნეთში წამებით მოკლეს 19 წლის სალმან ტეფსურკაევი, რომელიც “ტელეგრამზე” მართავდა არხს 1ADAT და კადიროვის მოწინააღმდეგე იყო. ტეფსურკაევი 2020 წელს გაიტაცეს, მისი სიკვდილის შესახებ კი ახლა გახდა ცნობილი.
ინფორმაცია ტეფსურკაევის წამებით მოკვლის შესახებ გაავრცელა “წამების საწინააღმდეგო ჯგუფის” ადვოკატმა ოლგა სადოვსკაიამ, ასევე განცხადება გამოქვეყნდა “ტელეგრამში” იმ არხზეც, რომლის ერთ-ერთი მოდერატორიც სალმან ტეფსურკაევი იყო.
“ჩვენ ის ვერ გადავარჩინეთ”, – ამბობს სადოვსკაია.
სალმან ტეფსურკაევი 2020 წელს რუსეთის ქალაქ გელენჯიკიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. გამტაცებელთა შორის ერთ-ერთს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრის მოწმობა ჰქონდა.
მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სალმანის წამების ამსახველი კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ აიძულებდნენ მას ბოთლზე დაჯდომას.
იხილეთ სტატია სრულად