„არ გაბედოთ და ცუდად არ შეეხოთ ჩემს შვილს!“ – რა მიმართვას აქვეყნებს საბავშვო „ევროვიზიის” მონაწილის, მარიამ ბიგვავას დედა

0
863
18 Views

საბავშვო „ევროვიზიის” მონაწილის, მარიამ ბიგვავას დედა, თეა დარახველიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც იმ კრიტიკის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი ქალიშვილის ჩაცმულობას მოჰყვა საქართველოში:

„არ მჩვევია აგრესიული პოსტები და ზოგადად ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო, მაგრამ ახლა რომ არ დავწერო არ შემიძლია, ისეთი პოსტი ვნახე და ისეთ ხასიათზე დავდექი….

არ გაბედოთ! არ გაბედოთ და ცუდად არ შეეხოთ ჩემს შვილს, მარიამ ბიგვავას და ყველა იმ ადამიანს და მათ ნამუშევარს, ვინც დღე და ღამე გაასწორა, იმისთვის რომ ღირსეული წარმომადგენელი ჰყოლოდა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე.

მოცეკვავე გოგონების ,,კაბები” – ,,სუფთა ფურცლებია” სიმბოლო, მსოფლიო მშვიდობის ისტორიის დასაწერად. ქუდ-ჩიხტები ჩვენი დროშის ფერებით, საქართველოს ძლიერი ქალი მეფის – თამარის თავსაბურავიდან ინსპირირებული. მარიამის სამოსზე წითელი წრე მზეა – სითბოს და სიცოცხლის საწყისი. მხრებზე სამოსის მოყვანილობა, ასევე თამარ მეფის სამოსის მოყვანილობისაა.

საგანგებოდ შექმნილ, ფაქტობრივად, თეატრალურ კოსტიუმს, რომლის მსგავსი არ ყოფილა არც ერთ „ევროვიზიაზე”, ტალახს ესვრით, რის გამო? მის შინაარსს რომ ვერ იგებთ, ამიტომ.უცხოელები უფრო მიხვდნენ, რომ ეს შექმნილი იყო ტრადიციული სამოსის შთაგონებით, თქვენ კი ზოგიერთნი რა შეთქმულების თეორიას განიხილავთ?????? თითოეული დეტალი, მართლაც რომ ქართულის სიყვარულით არის შექმნილი”-წერს თეა დარახველიძე.

Cesko