“მე? მე გული მწყდება ოდესღაც ონავარ, გონებაგახსნილ, ბიჭზე პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან…” – ლალი მოროშკინა

0
1519
27 Views

რა საოცარია ეს ცხოვრება…
ოდესღაც დიქტატორი, თავისიანებში “პირველი ღამის” უპირობო უფლებით, კალიგულასეული მადით და გეროსტრატეს სინდრომით შეპყრობილი,
“Mein kampf”-ის გადამმღერებელი, “ა-ლა” ალკატრასის, დიარბაკარის და კარანდირუს ციხის სისტემის შემოქმედი საქართველოში, დღეს გახუნდა…
მისი გახუნებული პორტრეტი აეროპორტის ტრასაზე ანარეკლია სრულიად ნაციონალების, დესტრუქციული ელემენტების, კვაზი მთავრობების შლეგი, ლიბერალური იდეების გახუნების…
დღეს ანასხლეტები ცდილობენ გახუნებულ ლიდერს კვლავაც ერთულება დაუმტკიცონ, არადა თავად გადაჩეხეს უფსკრულში, მიწაც მიაყარეს, ვერცხლიც ჩაიჩხრიალეს, მაგრამ მაინც …
მათი როკვა, გვემა, გახუნებული, მოტეხილი, ღირსებააყრილი ღვთაების გაცოცხლების მცდელობა ისეთივე საბრალო და უსუსურია, როგორც ეს, ტრასაზე გამოკიდებული კოროზია მოდებული პორტრეტი 20×20-ზე…
გამოგეცვალათ მაინც…
არადა ისტორია მეორდება, ყველა დიქტატორი ერთნაირად ასრულებს ცხოვრებას, მარტოობასა და თვითგვემაში…
…ახლა გვალვების სეზონია, ხე ვეღარ ისხამს ფოთოლს, ის უბრალოდ ხუნდება, წყდება და სამუდამოდ ტოვებს დედა ხეს…
ხის დარგვას ცოდნა უნდა,
წყალს გაფრთხილება, სამშობლოს სიყვარული…
ცოდნა და სიყვარული არაა თქვენი ძლიერი მხარე.
არც გამოგდით და ვერც ეშვებით…
P.S. მე? მე გული მწყდება ოდესღაც ონავარ, გონებაგახსნილ, ბიჭზე პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან…

Cesko