60 Views
ფოტო: თემატური
ჟურნალისტიკის დოქტორი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ალბათ ყველას გინახავთ კადრები, თუ როგორ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ქართულ კურორტებზე ერთად ერთობიან კიდეც უკრაინელები და რუსები.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით – ამ ხალხებს, ფაქტიურად, ერთ ეთნოსს, ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვს – მათ უყვართ ერთმანეთი.
ის საშინელი ტრაგედია კი, რაც დღეს უკრაინის წმიდა მიწაზე ტრიალებს, მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხადი, სულგაყიდული, ნაძირალა პოლიტიკოსების ბრალია.
მინდა იმედი გამოვთქვა, რომ დრო ამ საშინელ იარებს მოაშუშებს და ეს მონათესავე, მოძმე ერები ერთმანეთთან სავალ გზებს კვლავაც მონახავენ.