26 Views
UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი დვალიშვილის ჩხუბს აფასებს :
“რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მიყვარს ჟოზე ალდო, მაგრამ დღეს შეტევა არ ჰქონდა. მერაბს კი ისეთი არაფერი შემოუთავაზებია, რომელიც დაგვანახებდა, რომ ტიტულზე ჩხუბი სურს. როცა მის ჩემპიონ მეგობართან ბრძოლაზე ჰკითხეს, პასუხი არც ამ შეკითხვას გასცა. ჩვენ მებრძოლებს სიგნალსა და შანსებს ვაძლევთ, რათა გაიბრწყინონ, თუმცა დვალიშვილისგან დღეს ეს ვერ დავინახეთ. როცა ასეთ ადგილას ჩხუბობ, ასეთ ქარდში ჩაგსვამენ, შენს დივიზიონში განაცხადის გაკეთებას უნდა ეცადო. მესმის ის, რომ ჟოზე ალდოს ეჩხუბებოდა, თუმცა, მიმაჩნია, მერაბს დღევანდელ საღამოს საკუთარი თავისთვის ბევრი სარგებელი არ მოუტანია.”